0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ქვეპროგრამის „ გზავნილი აფხაზეთიდან“ ფარგლებში ქალაქ თბილისში, სოხუმის მოედანზე განსათავსებელი სკულპტურის ესკიზზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს შეუძლია.
წარმოდგენილ განაცხადებს საკონკურსო კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, ვინც პროფესიულად შეაფასებს საკონკურსო ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულს.
გამარჯვებული პრეტენდენტის ჰონორარი შეადგენს : 16,949.00 ლარს ( დღგ-ს გარეშე )
კონკურსის შესახებ წინადადების მიღება დაიწყება: 05 ოქტომბრიდან, ხოლო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა, 10 ოქტომბერი 15:00 საათი.
ინიციატივია მიზნად ისახავს ქართულ – აფხაზურ ურთიერთობებში ხელოვნების საშუალებით პოზიტიური კულტურული კავშირის ხელშეწყობას.