დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

„ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონს ეწვია
კვირა, der 18. ივლისი 2021
by

„ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონს ეწვია

ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონს ეწვია.
 სათაფლიასა და დიდ ჯიხაიშში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მორიგი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა – როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, სათაფლიის ნაკრძალი და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

Share: