დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

„ევროპული არდადეგები“ დასრულდა
ხუთშაბათი, der 27. ივლისი 2023
by

„ევროპული არდადეგები“ დასრულდა

პროექტი „ევროპული არდადეგები“ დასრულდა.
დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ გიგაურმა და შაორის ახალგზარდული ბანაკის ხელმძღვანელმა ანა ბუხრაშვილმა მიმართეს.
ხუთდღიანი ბანაკის დასასრულს მონაწილეებისთვის “რეზო და ბავშვებიმა” იმღერეს.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

Share: