დედოფლისწყაროში ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა
დედოფლისწყაროში ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალ „რიწის“ რედაქტორის, ნანა ქარდავას და „ხორნაბუჯის“ რედაქტორის გიორგი ნატროშვილის ინიციატივით „რიწის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია დედოფლისწყაროში გაიმართა. ეს გადაწყვეტილება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან წარმოდგენილი ნომერი ორი ჟურნალის – „ხორნაბუჯისა“ და „რიწის“ ერთგვარი კოლაბორაციაა. ლიტერატურული ჟურნალი „ხორნაბუჯი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამოცემაა, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ ავტორებს უმასპინძლა.
ღონისძიებას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პოეტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალების ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.