დასრულდა სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“.
„შემოქმედებითი ზაფხული“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი პროექტია.
კონკურსის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდებმა თემებზე: “მე ევროპელი” და “მომავლის აფხაზეთი” შექმნეს ლიტერატურული ჩანახატები, ესეები და ფერწერული ნამუშევრები.
გამარჯვებული ლიტერატურული ნამუშევრები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჟუნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ „იალქნის“ სექტემბრის ნომერში დაიბეჭდება, ხოლო კონკურსში მონაწილე და გამარჯვებულ ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
რჩეული ფერწერული ნამუშევარი ცნობილი ქართული ბრენდის “ANOUKI” კრეატიულმა დირექტორმა ანუკი არეშიძემ გამოავლინა და გამოიყენებს მას კოლექციაში.
პროექტში გამარჯვებულების დაჯილდოება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, ქართული ბრენდის “ANOUKI” კრეატიული დირექტორი ანუკი არეშიძე და სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.