დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
კვირა, der 26. სექტემბერი 2021
by

გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს ​ აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები მთელი საქართველოდან. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, ასევე დასახელდა საუკეთესო ტექნიკური მოჭიდავე და ტურნირის აღმოჩენა, რომელთაც გადაეცეათ, საქართველოს ომში დაღუპული მოჭიდავე მურთაზ გაბიძაშვილის სახელობის თასი და საქართველოს სახალხო ფალავანის ნესტორ ესებუას სახელობის თასი.
აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიზნად ისახავს ამ მნიშნელოვანი სპორტის სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Share: