დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ბათუმში „ევროპული არდადეგების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა
ორშაბათი, der 27. სექტემბერი 2021
by

ბათუმში „ევროპული არდადეგების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სემინარზე ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ კავშირში გაერთიანების მნიშვნელობაზე, ქვეყნის ევროპულ განვითარებასა და ევროპულ ღირებულებებზე.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით მიქელაძემ.
პროექტის ფარგლებში გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეები ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს ეწვივნენ.
პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

Share: