ფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.
მუზეუმში ღირშესანიშნაობების დათვალიერებამდე თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ მოზარდებს ქალაქის ტური მოუწყო, სადაც ისაუბრეს, როგორც ბათუმის მნიშნელობასა და განვითარების ეტაპებზე, აგრეთვე სოხუმის თეატრის როლზე კულტურის სფეროს განვითარებაში.
მუზეუმის დათვალიერების შემდგომ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ და ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.