აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში პროექტი „ამბები აფხაზეთზე“ იმერეთის რეგიონს ეწვია
აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში პროექტის „ამბები აფხაზეთზე“ ეგიდით, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი იმერეთის რეგიონს ეწვივნენ.
მოსწავლეებთან შეხვედრები ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაიმართა. პროექტის ფარგლებში, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი მოსწავლეებს საერთო კულტურული და ისტორიული ასპექტების შესახებ ესაუბრა, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. დასასრულს, ტრადიციულად ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, ხოლო გამარჯვებულს სააგენტომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი ესწრებოდა.