აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები მთელი საქართველოდან. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე დასახელდა საუკეთესო ტექნიკური მოჭიდავე და ტურნირის აღმოჩენა.
აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიზნად ისახავს ამ მნიშნელოვანი სპორტის სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.