შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირი ღია იყო ყველა მსურველისთვის და ასპარეზობა შეეძლო ყველა მოფარიკავეს, ნებისმიერი ქვეყნიდან თუ ქალაქიდან.
საპრიზო ადგილზე გასული მოფარიკავეები ექსკლუზიური მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.