დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე
ოთხშაბათი, der 22. თებერვალი 2023
by

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე.

ქვეპროგრამა გულისხმობს  იმ სპორტული გუნდების/კლუბების (ფეხბურთი,          კალათბურთი, რაგბი, ამერიკული ფეხბურთი ) ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც            აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით ასპრეზობენ.

დაფინანსების მიმღები სუბიექტი  შეიძლება იყოს  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2023 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული პირი (მხოლოდ სპორტული კლუბები/გუნდები), რომლებიც ასპარეზობენ აფხაზეთის  (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და  განვითარების ხელშეწყობას.

განხორციელების წესი, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე :

https://bit.ly/3XT7R3r

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10.03.2023

რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ განაცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციების მიღება დაუშვებელია.

განაცხადი უნდა წარმოადგინოს კლუბის/გუნდის უფლებამოსილმა პირმა შემდეგ მისამართზე:  დ. უზნაძის 68, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, მე-5 სართული.

Share: