დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

იწყება განაცხადების მიღება „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე
ორშაბათი, der 31. ოქტომბერი 2022
by

იწყება განაცხადების მიღება „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე

📣❗️აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე.
🔷 ქვეპროგრამა გულისხმობს საქართველოში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდებისა თუ კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ამერიკული ფეხბურთი) ფინანსურ მხარდაჭერას.
🔷 ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული პირები (მხოლოდ სპორტული კლუბები/გუნდები), რომლებიც ასპარეზობენ აფხაზეთის სახელით.
🔷 პროგრამის მიზანია ქართველი სპორტსმენების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე, სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
👇 ქვეპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, განხორციელების წესი, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.
❗️ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 07.11.2022
❗️ განაცხადი უნდა წარმოადგინოს კლუბის/გუნდის უფლებამოსილმა პირმა შემდეგ მისამართზე: დ. უზნაძის 68ა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, მე-5 სართული.

Share: