დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის №5 და სოფელ ფოცხოეწერის №15 სკოლას ეწვია
კვირა, der 7. ივნისი 2020
by

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის №5 და სოფელ ფოცხოეწერის №15 სკოლას ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის №5 და სოფელ ფოცხოეწერის №15 სკოლას ეწვია.

მთავრობის თავმჯდომარემ სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრთან” ერთად გამოცხადებული პროექტის – „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა სახის საჩუქრები, მათ შორის ჟურნალ „იალქნის“ და „რიწის“ საიუბილეო ნომრები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული კონკურსი მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდება და გამარჯვებულები 15 სექტემბერს გამოვლინდებიან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი გელენავა, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბესიკ ჭანტურია.

Share: