აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა კუდოს ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავეს
აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა გიორგი ჟვანიამ და ლადო აფრასიძემ, მალტაში გამართულ კუდოს ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით იმყოფებოდა, ვულოცავთ ახალგაზრდებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას და ვუსურვებთ წარმატებულ სპორტულ კარიერას.