„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.
სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად ძალოსანი – კახი ასანიძე, ძალოსანი – საბა ასანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე – ლუკა ღვინჯილია, პარამოფარიკავე – ირმა ხეცურიანი, მაგიდის ჩოგბურთელი – ანასტასია ჩხარტიშვილი, ძალოსანი – მარიამ მურღვლიანი, ძიუდოისტი – გიორგი გეგია, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი – ლევან ჯობავა, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტი – გოდერძი ჩიხრაძე დასახელდნენ.
სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება, ნომინანტების შერჩევა კი, სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.