აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა.
ახალგაზრდებმა დედაენის ბაღში, ცნობილ ქართველ მხატვართან ზურაბ გომელაურთან ერთად ფერწერულ ნამუშევრები შექმნეს.
ზურაბ გომელაურის თბილ ტონებში შესრულებულ ფერწერულ ტილოებს, ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ. აქ ვხვდებით მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს, ცოტაოდენ მისტიკას და ორნამენტებით დახურძლულ დეკორაციებს. შესაბამისად, მხატვრთან მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო უკვე მესამე წელია, რაც სამხატვრო მასტერკლასებს ატარებს და ის ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მონაწილეების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები ტრადიციულად კალენდრის სახით დაიბეჭდება.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენ ერთგულ პარტნიორს, კომპანია McDonald’s Georgia-ს მხარდაჭერისთვის.