აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა
14 ოქტომბერს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა.
ახალგაზრდები თბილისის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ და ქართველ მხატვარ მარიამ აქუბარდიასთან ერთად ფერწერულ ნამუშევრები შექმნეს. პროექტი ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის უკვე მეორე წელია ტარდება.
მონაწილეების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით კალენდრის სახით დაიბეჭდება.