რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრების, ,,ფერწერა აფხაზეთიდან’’ გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
გამოფენა მიზნად ისახავდა აფხაზეთიდან დევნილი, მხატვრული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაციასა და მათ ხელშეწყობას.
გამოფენას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი ტრყემალაძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი – ეკა ხოფერია; თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე- თინათინ ნიბლოშვილი; კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი – ლიკა კვარაცხელია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე – ნუგზარ მგალობლიშვილი.