დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

არტ-გალერეაში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმრთა
ხუთშაბათი, der 28. სექტემბერი 2023
by

არტ-გალერეაში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმრთა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ჟურნალ „რიწის“ მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმრთა. ახალი ნომერი მკითხველებს ჟურნალის რედაქტორმა, ნანა ქარდავამ წარუდგინა.
რედაქტორის წერილი:
„ჟურნალ “რიწის” 2023 წლის მე-2 ნომრი გამოირჩევა რუბრიკათა მრავალფეროვნებით. მასში შესულია 9 პოეტისა და 5 მწერლის ნაშრომი, ასევე მოგონებები, პუბლიცისტური, მემუარული და სამეცნიერო ხასიათის წერილები. ტრადიციულ რუბრიკებს დაემატა ახალიც: ,,წინაპართა დაუვიწყარ ნაკვალევზე“, ,,მედიცინა, როგორც ხელოვნება“ და ,,კულინარიული კულტურა“. განსაკუთრებით გამოირჩევა თამარელა წოწორიას ანალიტიკური წერილი ,,სული აჰყვება მზეს და ფორიაქს“, რომელიც მანონ ბულისკერიას შემოქმედებას ეძღვნება. მანონ ბულისკერიას ნახატებითაა გაფორმებული ჟურნალის ყდები – შიდა და გარე გვერდები.
შეუძლებელია არ აღინიშნოს სოხუმის ქართული თეატრისადმი მიძღვნილი ლიანა მიქაშავიძის მოგონებები და თამაზ თევდორაძის შესანიშნავი პოეტური თარგმანები.
რევაზ მიშველაძის, გელა ჩქვანავას პროზაული ტექსტები ამ ნომრის მშვენებაა.
ახალბედა ავტორის თეკლა სართანიას ,,დავით ბაგრატიონის ,,იადიგარ დაუდი“ ყურადღებას იპყრობს თემის განხილვის სიღრმითა და ძველი წყაროების სიმდიდრით.
პროფესორ მერაბ ნაჭყებიას ,,საქართველოს საზღვრები და ტოპონიმია ჩრდილოეთ კავკასიაში“ არის ნაშრომი, რომელიც დააინტერესებს ისტორიკოსებს, მეცნიერებსა და მკვლევარებს. ამ წერილით ,,რიწა“ აგრძელებს ტრადიციულ თანამშრომლობას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ჟურნალ ,,რიწის“ ეს ნომერიც ტრადიციულად იხსნება მისი მთავარი რედაქტორის წერილით ,,საჩინო, ვითარცა მზე“, რომელიც ნომრის ერთგვარი განმარტებაა.

Share: