თანამედროვე ქართული ლიტერატურის კორიფე გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბატონი გურამის ნაწარმოებებისა თუ წერილების ეკსკლუზიურად დაბეჭდვას ნებისმიერი გამომცემლობა თუ ჟურნალ-გაზეთი ისურვებდა (ინატრებდა კიდეც).
2010 წელს ბატონ გურამს ჩვენი ჟურნალი “იალქანი” წაუკითხავს და ჩვენდა მოულოდნელად და გასახარად წერილიც გამოგვიგზავნა.
ამ წელირით ვემშვიდობებით ბატონ გურამს, რომელსაც დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გურამ დოჩანაშვილი
„იალქანი“. დეკემბერი. 2010 წ. (ამონარიდი წერილიდან)
” როგორ გამახარა იმ უსაზღვრო ბედნიერებამ, რაც ერთი ჟურნალის „იალქანი“ წაკითხვამ მომანიჭა.
სულ 32 გვერდიანია, და როგორი ტევადი; ჩვენი გახარებისა და რაც მთავარია, გადარჩენისთვის, გნებავთ – სიამაყისთვისაც. რამდენი უაღრესად საჭირო, ჩვენთვის აუცილებელი რამაა აქ; სიამოვნებით ჩამოგითვლით.
და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ, ერთადერთ ნომერში ჟურნალისა „იალქანი“, რომელიც აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი კავშირის საყმაწვილო გამოცემა გახლავთ.
არადა, რა კეთილშობილი ქმედებებისათვის უნდა იყოს მოწოდებული ყველა ტელემაუწყებლობა, რადიო და პრესა, რომელთაგან, თავი და თავი „ერთსულოვნება“-სი და კიდევ ხანდახან ორიოდეს გარდა, განსაკუთრებით იმით არიან დაინტერესებულნი, რომ მხოლოდ შემზარავი ამბები, ჭორები, უმსგავსობის მხარდაჭერა და ერთიმეორის, „არათანამოაზრეთა“ ლანძღვა-შეურაცხყოფა მოგვაწოდონ. მსგავსი „სიახლეები“ თუ შემოელევათ, საზღვარგარეთს „იშველიებენ“, მაგრამ ეტყობა, მათთვისაც კი მომაბეზრებელი გახდა ეს და ერთნაირად დიდად გულგრილად გვამცნობენ ერთიმეორეზე უარეს ამბებს.
„ვაის-მკითხველთა“ რაოდენობა, კიდევ კარგი, რომ კლებულობს და, სამაგიეროდ, ახლა ის უნდა გვქონდეს საფიქრალი, ასეთი განძის, ამ ჟურნალის – „იალქანი“ – არკითხვა, რაც შეიძლება, სწრაფად გამოვასწოროთ.
ყველანი ამ ჟურნალის მკითხველები გავმხდარიყავით”.