„ამბები აფხაზეთიდან“ უკვე ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საპილოტე პროექტის ფარგლებში, თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე თბილისის ალექსანდრე ცინცაძის სახელობის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია სადაც ახალგაზრდებს ესაუბრა ქართულ-აფხაზურ კულტურაზე, იმ მახასიათებლებსა თუ ღირებულებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას.
პროექტი მიზნად ისახავს საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების დაახლოებას, მათთვის საერთო ისტორიული თუ კულტურული მახასიათებლების გაცნობას და მომავალ თაობებს შორის მეგობრული ურთერთობების განმტკიცებას.