„ამბები აფხაზეთიდან“ ამჯერად, უკვე აჭარის რეგიონს ეწვია
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო საპილოტე შეხვედრების ციკლით, „ ამბები აფხაზეთიდან“ ამჯერად, უკვე აჭარის რეგიონს ეწვია.
რიგით მეხუთე შეხვედრა ქალაქ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა და მას უძღვებოდნენ სპიკერები: ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი და თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. აღნიშნული შეხვედრების მიზანია, საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების დაახლოება და მათ შორის მეგობრული ურთერთობების განმტკიცება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია.