დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ იწყება!
ორშაბათი, der 22. მაისი 2023
by

ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ იწყება!

ლიტერატურულ კონკურსი  „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც  რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ საკუთარი, აფხაზეთის თემაზე შექმნილი,  პროზაული ნამუშევარი (მოთხრობა, ნოველა ).

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს კონკურსის თემას;
  • მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროზაული ნამუშევარი (მოთხრობა, ნოველა);
  • ტექსტის მახასიათებლები:
    • პროგრამა: MS Word, შრიფტი (Font) – Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა: 12.
    • ნაშრომიოს მაქსიალური მოცულობა: არაუმეტეს 1000 სიტყვისა
  • ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, საგანმანათლებლო დაწესებულების სახელი ( სადაც სწავლობთ ) და ელექტრონული ფოსტა;
  • ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ წინა წლების ფინალისტებს, კონკურსში მონაწილეობის მიღება ეზღუდებათ.
  • ნამუშევრები უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Culture@csya.ge;
  • გაითვალისწინეთ! აუცილებელია საკონკურსო მოთხოვნების დაცვა წინააღმდეგ შემთხვაში ნაშრომი არ განიხილება.

 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა:  30 აგვისტო.

საკონკურსო განახცადებიდან კონფიდენციალური ჟიური  10 კონკურსანტს შეარჩევს, რომელთა ვინაობაც   27 სექტემბერს  გახდება ცნობილი. ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები  იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებთან ერთად  ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.

იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტემა  კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნიან  ლიტერატურულ ნაშრომები, რომელიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად  გამოიცემა. დაასკვნითი ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპრაკოთ აფხაზეთზე“  მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ  მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა  ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.

ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია   ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ გახდა.  ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებს –  ახალ თაობას ვესაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე.

 

ლიტერატურული კონკურსის პარტნიორია  გამომცემლობა „ინტელექტი“.

Share: